კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: ომიკრონის შემთხვევაში, უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია ინფიცირებისთვის

თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები. ეს განსაკუთრებით ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან აქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია ომიკრონის შემთხვევაში ინფიცირებისთვის. სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა არის ახლა რეალური, ეფექტური და, ალბათ, ერთადერთი შესაძლებლობა, თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისგან. 

თქვა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

კომენტარები