ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარედ ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.