ლარის კურსი

ლარი დოლართან 3 თეთრით გამყარდა, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9867 ლარია

4 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9867 ლარია, ევროსი კი – 3.4248 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.12 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.06 თეთრით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ დოლარი სამ ლარს ისტორიაში პირველად 2020 წლის მარტში გადასცდა. მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, დოლარის ღირებულება 3.40 ლარსაც აჭარბებდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 3 თებერვლიდან შევა.

კომენტარები