რუსეთი-ჩინეთი

პეკინში ოლიმპიადისთვის ჩასული პუტინი სი ძინფინგს გაზის მიწოდების გაზრდას სთავაზობს

ვლადიმირ პუტინი და სი ძინფინგი პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალი
Reuters

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც პეკინს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ეწვია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინფინგს ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდას სთავაზობს.

პუტინმა სი ძინფინგს წარუდგინა ბუნებრივი აირის მიწოდების ახალი შეთავაზება, რომელიც ჩინეთისთვის დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

პუტინი და სი ძინფინგი 4 თებრვალს, ლანჩზე, სავარაუდოდ, განიხილავენ 15-ზე მეტ შესაძლო შეთანხმებას. 

ჩინეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, აშშ-მ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კიდევ რამდენიმე დასავლურმა სახელმწიფომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა და გახსნის ცერემონიას  მათი დიპლომატიური წარმომადგენლები არ დაესწრებიან. 

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთ უახლოვდებიან. ხუთშაბათს, 3 თებერვალს რუსეთისსაგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. მათ დააფიქსირეს შეთანხმებული პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. 

აშშ ჩინურ ფირმებს აფრთხილებს, რომ შედეგები მოჰყვება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესებული სანქციების მოსკოვისთვის შემსუბუქების მცდელობას. 

კომენტარები