დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

იან კელი ალექსანდრია ოკასიო-კორტესს: უვიცობა და იდიოტობაა

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი დემოკრატიული პარტიის წევრის, ალექსანდრია ოკასიო‑კორტესის რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობასთან დაკავშირებულ კომენტარს გამოეხმაურა. კოგრესმენის თქმით, უკრაინის საზღვართან ამერიკელ ჯარისკაცთა ნაწილი "ავღანეთიდან ახალი დაბრუნებული შემოსავალს მოწყურებული კონტრაქტორთა კომპლექსის წარმომადგენელია".

"ისაუბრეთ იმაზე, რაც გესმით! არ გიხდებათ უვიცობა და იდიოტობა". - წერს Twitter-ზე იან კელი ოკასიო-კორტესის პასუხად.

დემოკრატი კონგრესმენის თქმით,  დაძაბულობა უკრაინის საზღვართან  დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს. მისი განმარტებით, აშშ-მ თავიდან უნდა აირიდოს სანქციებს, რომლებიც უკრაინელ ხალხს დააზარალებს.

"მე შეშფოთებული ვარ მიმდინარე მოვლენებში რამდენიმე ფაქტორით. პირველი - ჩვენ გვყავს მთლიანი სამხედრო კომპლექსი აშშ-ს სამხედრო ძალის მიღმა. კონტრაქტორთა კომპლექსის ძირითადმა ნაწილმა ახლახანს დატოვა ავღანეთი და შემოსავალს დახარბებულნი არიან. მე შეშფოთებული ვარ, რომ სიტუაციის სიმწვავით, რომელიც ჯარის მოგების ინტერესის გამო ექსპლუატირებულიც კი შეიძლება იყოს.

[...] დამატებით შემაშფოთებელია, რომ პროცესში ნავთობსადენები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სანქციების ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგეტიკული კრიზისი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ საწვავის როლს და ასევე, კლიმატის ცვლილებასა და ნავთობის ტრანზაქციის აუცილებლობას". - თქვა ოკასიო-კორტესმა MSNBC-სთან ინტერვიუში

კომენტარები