კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ვაქცინაციის ახალ გეგმაშიც გათვალისწინებულია ფინანსური წახალისების რეკომენდაცია

ფინანსური წახალისების მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური ვაქცინაციის პროგრამაში, ნოემბრის თვიდან დაიწყო ფინანსური წახალისება 60 წლის ზემოთ პირებისთვის, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო ამან, შემდეგ გაფართოვდა 50 წლის ზემოთ მოსახლეობაზეც.

ვაქცინაციის ახალ გეგმაშიც გათვალისწინებულია და რეკომენდაციის სახით არის შემოთავაზებული კვლავაც ფინანსური წახალისების მექანიზმის გამოყენება 50 წლის ზემოთ პირებისთვის, მთავარი სამიზნე მაინც ამ გეგმაში არის ისევ მაღალი ასაკობრივი ჯგუფი, რომელბსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ფინანსური წახალისება მნიშვნელოვანია და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება კვლავაც სამუშაო ადგილებში ვაქცინაციის წახალისება-ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის წახალისება და მუდმივი ინფორმირება, რომ მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ეს უფრო ბუსტერ დოზას შეეხება, თორემ პირველი-მეორე დოზით მოცვა ამ ჯგუფში საკმაოდ მაღალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედზე.

კომენტარები