მაიკლ კ. უილიამსი

მსახიობ მაიკლ კ. უილიამსის გარდაცვალების საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული

NY Post

2021 წლის სექტემბერში სერიალ The Wire-ის ვარსკვლავი, მაიკლ კ. უილიამსი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი უნებლიე ნარკოტიკული ზედოზირება გახდა.

ექსპერტიზამ მსახიობის ორგანიზმში ჰეროინი, კოკაინი და ფენტალინი აღმოაჩინა. მოგვიანებით ძიებამ დაადგინა, ჰეროინში ფენტალინი იყო გარეული, რის შესახებაც უილიამსმა არ იცოდა, სწორედ ფენტალინი გახდა უილიამსის გარდაცვალების მიზეზი.

მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციამ ოთხი ნარკომოვაჭრე კაცი დააკავა,  სამართალდამცავების თქმით უილიამსმა ფენტალინიანი ჰეროინი მათგან შეიძინა, ასევე ნარკორეალიზატორები მსახიობის გარდაცვალების შემდეგაც ყიდიდნენ საშიშ სუბსტანციას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ერთ ერთ მათგანს, ირვინ კარტაგენას, რომელმაც მსახიობს ფენტალინით გაზავებული ჰეროინი პირადად გადასცა, არაგანზრახ მკვლელობა ედება ბრალად, კარტაგენას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

მაიკლ კ. უილიამსი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი სერიალ The Wire-ში შესრულებული ომარ ლითლის სახელით გაითქვა. უილიამსს HBO-ს კიდევ რამდენიმე სერიალში აქვს ნათამაშები, მათ შორის Boardwalk Empire-სა და The Sopranos-ში. 

კომენტარები