შმაფთიაქი

გირჩი - მეტი თავისუფლება მოქალაქეებს წამლების იაფად შეძენას სთავაზობს

გირჩი

გირჩი-მეტი თავისუფლება პროექტ შმაფთიაქის ფარგლებში მოქალაქეებს მათთვის სასურველი მედიკამენტების იაფად შეძენას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

"ვინც ჩვენი იაფი აფთიაქის პროექტს თვალყურს ადევნებთ, იცით, რომ ვცდილობთ თურქეთიდან წამლების იაფად შემოტანას და გზადაგზა გაჩვენებთ, როგორ აძვირებს სახელმწიფოს ჩარევა და რეგულაციები წამლებს საქართველოში. ფასებში სხვაობა ხშირად ორმაგი და სამმაგი, ხანდახან კი ხუთმაგი და ექვსმაგია.

ამ პროცესში დაგვიკავშირდა უამრავი ადამიანი და გვთხოვა კონკრეტული მედიკამენტების თურქეთში იაფად შეძენა/მიწოდება, რაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს, თუ რა დღეში აგდებს და როგორ უმოკლებს სიცოცხლეს საკუთარი სახელმწიფო მოქალაქეებს, ვითომ მათსავე უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით.

11-13 თებერვლის შუალედში ვაპირებთ თურქეთში გადასვლას და იაფი წამლების გადმოტანას ამ ადამიანებისთვისვისაც გჭირდებათ ან გარშემო გყავთ ადამიანი, ვისაც სჭირდება რაიმე წამალი, რომელიც საქართველოში ძალიან ძვირი ღირს, შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენი ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებებში 7 თებერვლამდე. მიუთითეთ, რა წამალია, რა დოზა და რა რაოდენობა გსურთ.

ვეცდებით მოვიძიოთ თურქეთში. წინასწარ გეტყვით რა დასახელებით იყიდება და რა იქნება სავარაუდო ფასი წინასწარ ვერ მოგცემთ გარანტიას რომ აუცილებლად ვიპოვით, ან შევძლებთ იმ რაოდენობის მოწოდებას, რასაც გვთხოვთ (გამომდინარე იქიდან რომ ბევრი მსურველია), მაგრამ ვეცდებით მაქსიმალურად". - წერია პარტიის ფეისბუქის გვერდზე.

გირჩი – მეტი თავისუფლებამ შმაფთიაქის შექმნა 2021 წლის დეკემბერში დააანონსა. პარტია თურქეთიდან წამლების იმპორტის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა და განაცხადა, "რადგან ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ იცის რატომაა თურქეთში წამლები უფრო იაფი, ჩვენ მას ამას ვაჩვენებთ. თუ ამ პროცესში სადმე გავიჭედებით, გავიგებთ სადაა პრობლემა".

მთავრობის განკარგულებით, 17 იანვრიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი გახდა.

კომენტარები