ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.67 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.78 თეთრით გაუფასურდა

პირველი თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0451 ლარია, ევროსი კი – 3.4282 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.78 თეთრით გაუფასურდა.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2274 ლარს შეადგენს, ერთი ფუნტის გაცვლითი კურსი კი - 4.1112 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 2 თებერვლიდან შევა.

კომენტარები