კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: შეცდომები იყო, გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ მკურნალობა არაოპტიმალური არ იყო

შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, ზოგადად, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა, მკურნალობა. მკურნალობა რომ ყოფილიყო ცუდი, მაშინ იქნებოდა არა მხოლოდ გარდაცვალების ზოგადი რიცხვი მაღალი, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ეს ჩვენთან არც ერთხელ არ ყოფილა 1.5-ზე მეტი და დღეს 1.30-ია. კლინიკებშიც დავითვალეთ ეს. ჩვენს კლინიკებში საშუალო სიკვდილიანობა არის 6-7%, მსოფლიოში კლინიკებში საშუალო სიკვდილიანობა არის 10-11%. ამით მე ვამტკიცებ მხოლოდ ერთ რამეს – კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასდროს არ ყოფილა გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი.

თქვა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები