გაზით ინტოქსიკაცია

თბილისი ენერჯი: CO-თი დაღუპულები გათბობისთვის, სავარაუდოდ, გაზქურის ღუმელს იყენებდნენ

Tbilisi Energy / Facebook

კომპანია თბილისი ენერჯი გლდანში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანის დაღუპვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახი გაზქურის ღუმელს, სავარაუდოდ გასათბობად იყენებდა.

"გლდანის მე-2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა". – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი ენერჯი მოქალაქეებს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პირმა მუხლით დაიწყო, რაც თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გლდანში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი დაიღუპა

კომენტარები