აპათია შეუძლებელია იყოს ცალმხრივად. აპათია ნიშნავს, რომ არავინ აღარ მაინტერესებს და ეს ვრცელდება ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც. სხვადასხვა პროპორციით, მაგრამ ორივეზე ვრცელდება. და ოპოზიციამაც, ამ შემთხვევაში, ბრძოლის სტრატეგია უნდა დადოს, ანუ როგორ გადიხარ შენ მომავალ ბრძოლაში. ფაქტი არის შემდეგი, რომ ერთ მხარეს არის "ოცნება" თავისი ადმინისტრაციული რესურსებით, მეორე მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა არის ძლიერი პარტია, მას ჰყავს დიდი ამომრჩეველი და ა. შ. მაგალითად, მან ბოლო არჩევნებზე 550 000 ხმა აიღო, გაყალბებით, მაგრამ მინიმუმ... კიდევ შეიძლება 100 000 ხმა დაემატოს თუ მიშა გარეთ იქნება, ან რომც არ იყოს, მაგრამ მისი აქტიური მონაწილეობით, ამას მიაღწევს.
მაგრამ დანარჩენი 500 000 ხმა არის გაბნეული, მყარად ოპოზიციურად გაბნეული. ამიტომ, ჩვენ რომ ორპოლუსიანობაზე ვსაუბრობთ, მოვთქვამთ, ვწერთ ხოლმე, ორპოლუსიანობაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ორპოლუსიანობა მოდის, იქიდან, რომ ნომრით და ადგილით მე-3, მე-4, მე-5 თუ მე-6 პარტიები ერთმანეთისგან არც იდეოლოგიურად განსხვავდებიან დიდად ან იმდენად პატარები არიან, რომ შეიძლება, ის იყოს... ამიტომ, მათ თუ არ მონახეს საერთო ენა, შეუძლებელი [იქნება]