NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 42% COVID-19-ზე აცრას არ აპირებს

ჯანდაცვის სამინისტრო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 42% Covid-19-ის აცრას არ გაიკეთებს.

კითხვაზე გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო აცრას პასუხები ასე ნაწილდება:

  • 25% - დიახ, გავიკეთებდი
  • 42% - არა, არ გავიკეთებდი
  • 29% - უკვე ავიცერი
  • 3% - არ ვიცი

კველვაში აღნიშნულია, რომ ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის, რას იზამს. აცრილთა 63% გაიკეთებს ბუსტერ დოზას, 14% არ გაიკეთებს, 3%-მა უკვე გაიკეთა, 20%-მა არ იცის, რას გააკეთებს.

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა ბავშვების აცრის წინააღმდეგია. 

კითხვაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ასაკმა საქართველოში 12 წლამდე დაიწია. აცრიდით თუ არა თქვენს შვილს კორონავირუსის წინააღმდეგ პასუხები ასე ნაწილდება:

  • 26% - ავრციდი
  • 59% - არ ავცრიდი
  • 1% - უკვე ავცერი ჩემი შვილი/შვილები
  • 15% - არ ვიცი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ხარისხის მიმართ შიშები კვლავ მაღალია. მოსახლეობის იმ ნაწილის უმეტესობა, რომელიც ამბობს, რომ არ აიცრება, მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებს.

კითხვაზე რატომ არ აიცრებოდით, 46%-იდან ვინც არ თქვა, რომ აიცრებოდა, პასუხები ასე ნაწილდება:

  • 38% - არ ვენდობი კორონავირუსის ხარისხს
  • 20% - ვერ ავიცრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო
  • 15% - ვფიქრობ, ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით კორონავირუსის პანდემიას
  • 7% - არ გავიკეთებ, რადგან ვაქცინას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს
  • 6% - ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგი ვარ
  • 6% - სხვა
  • 7% - არ ვიცი
  • 2% - უარი პასუხზე

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ფიქრობს, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, პასუხები ასე ნაწილდება:

  • 64% - დიახ
  • 33% - არა
  • 3% - არ ვიცი

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.

კომენტარები