NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბავშვების აცრის წინააღმდეგია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობა კვლავ დაბალია. 

კითხვაზე, გაიკეთებდით, თუ არა ვაქცინას, 42% პასუხობს, რომ არ გაიკეთებდა, 29%-ის თქმით, უკვე აიცრა, 25% კი ამბობს, რომ აცრას გაიკეთებდა. 

ივლისში ჩატარებული კვლევის შემდეგ 5%-ით დაიკლო მათმა რიცხვმა, ვინც ამბობდა, რომ აცრას არ გაიკეთებდა. ზაფხულში მათი რაოდენობა 47% იყო. 

იმ 54%-დან, ვინც უკვე აიცრა, ან აპირებს, რომ აიცრას, მესამედი (14%) ამბობს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის ბუსტერ-დოზას არ გაიკეთებს. 63% ამბობს, რომ ბუსტერ-დოზით აიცრება, 3%-მა უკვე გაიკეთა, ხოლო 20%-მა არ იცის, რას იზამს. 

საგანგაშოა ბავშვების ვაქცინაციის შესახებ დამოკიდებულებაც. მოსახლეობის უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. კითხვაზე, აცრიდნენ, თუ არა საკუთარ შვილს კორონავირუსის წინააღმდეგ, 59% პასუხობს, რომ არ აცრიდა, 26% პასუხობს, რომ აცრიდა, 15%-მა ამ დრომდე არ იცის, აცრიდა, თუ არა. მოსახლეობის მხოლოდ 1% ამბობს, რომ შვილები უკვე აცრა. 

იმ 46%-დან, ვინც თქვა, რომ არ აიცრებოდა, 38% ამის მიზეზად ვაქცინის ხარისხისადმი უნდობლობას ასახელებს, 20% ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მიზეზებს, 15% თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით. 7% ამბობს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 6% კი ზოგადად აცრების წინააღმდეგია. 

კომენტარები