ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სტივენ ბრაიერი მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაიერი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში დარჩენილი 3 ლიბერალი მოსამართლისგან ერთ-ერთია და მისი თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საკუთარი კანდიდატურის წარდგენის საშუალებას და უზენაეს სასამართლოში არსებული ამჟამინდელი ბალანსის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.
აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, რომელიც 9 წევრისგან შედგება, ამჟამად 6 კონსერვატორი და 3 ლიბერალი მოსამართლე მსახურობს.
83 წლის სტივენ ბრაიერი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრია, რომელიც უზენაესი სასამართლოში 27 წელზე მეტია მსახურობს.





