ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

mashable

ხვალ, 27 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ყაზბეგის, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, გურგულიას, ბარნოვის, ბაქრაძის, გუდაურის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაზალეთის, ფალიაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები