არალეგალური მიგრანტების კრიზისი

ფლორიდის სანაპიროსთან 39 ადამიანს ეძებენ

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახური 39 ადამიანს ეძებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ნავის გადაყირავების შედეგად გაუჩინარდნენ. შემთხვევა 22 იანვარს ფლორიდის შტატის სანაპიროსთან მოხდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ დაკარგული ადამიანების ძებნა 25 იანვარს, მეთევზისგან შეტყობინების მიღების შემდეგ დაიწყო. მეთევზემ ქალაქ ფორტ პირსიდან 72 კილომეტრის დაშორებით ამოტრიალებული ნავი და მასზე მჯდომი ადამიანი დაინახა.

გადარჩენილის თქმით, ადამინების ჯგუფი აშშ-ის მიმართულებით ბაჰამის კუნძულების ქალაქ ბიმინიდან დაიძრნენ და გემის ამოტრიალება ცუდმა ამინდმა გამოიწვია. მისივე თქმით, დაკარგულებს სამაშველო ჟილეტები არ ეკეთათ.

კომენტარები