ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნების, პეტრიწის, ფარნავაზის, ხელაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ჩალიპირების, ასმათის, ფატმანის და დავარის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და ანტონოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, წინამძღვრიშვილის, ცხა ძმა ხერხეულიძის და ყირიმის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი გლდანის, კობახიძის, თეთრი ტბის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ენუქიძის, ჭიჭინაძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, ორთაჭალის, კრწანისის, ოქროყანის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები