პოლიციელების ძალადობა

შსს: გენინსპექციამ ზუგდიდში მომხდარი ფაქტის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო, რეაგირება მოჰყვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, სავარაუდოდ, პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

25 იანვარს დროას წევრმა, მარიამ სიჭინავამ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა  და დაწერა: "ზუგდიდი. ჩხოუშიის სანაპირო. ფორმიანი პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს ქალზე".

კომენტარები