ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფრონტის ხაზზე უკრაინელები შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებიან – CNN-ის ფოტოები

სამშაბათი, 25 იანვარი, 2022 - 15:42
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფრონტის ხაზზე უკრაინელები შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებიან – CNN-ის ფოტოები

სამშაბათი, 25 იანვარი, 2022 - 15:42
tbl.ge/5u6j
დაკოპირდა

სანამ უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროა თავმოყრილი, დონბასის ფრონტის ხაზზე მცხოვრები უკრაინელები ომისთვის ემზადებიან. 

CNN-ი ფრონტის ხაზიდან ფოტოებს ავრცელებს. 

ფოტოგრაფმა ტიმოთი ფადეკმა, რომელიც 21 იანვარს ფრონტის ხაზზე, ლუგანსკის რეგიონში იყო, CNN-თან თქვა, რომ ხალხი ამ მოვლენის მიმართ უცნაურად მშვიდადაა განწყობილი.

"მათ მიიღეს ის, რაც გარდაუვალია. ერთ ჯარისკაცს ველაპარაკებოდი და მან მითხრა: "ეს გარდაუვალია. ჩვენ მივიღეთ თავდასხმის გარდაუვლობა". შემდეგ ორ ჯარისკაცს შორის დავა დაიწყო. ერთმა თქვა: "რუსები საზღვრიდან არ გადმოვლენ, ისინი ზღვიდან შემოგვიტევენ" – იგულისხმა აზოვის ზღვა. კიდევ ერთი ჯარისკაცი ორივე შეფასებას შეეწინააღმდეგა და თქვა: "არა, ეს თავდასხმა ბელარუსიდან დაიწყება", – ამბობს ფადეკი CNN-თან.

"ისინი ბედს შეეგუვნენ, მაგრამ ძალიან მშვიდად არიან. ნერვიულობის ნიშანსაც ვერ დაინახავთ მათ სახეზე. ისინი მზად არიან ბრძოლისთვის. ამისთვის უკვე მრავალი წელია მზად არიან. ეს არ სურთ. მე მათ ვკითხე: "გსურთ ომი?", მათ კი მიპასუხეს: "რა თქმა უნდა, არა", – თქვა ფოტოგრაფმა.

უკრაინელი სამხედრო კატით, 2022 წლის 23 იანვარი, ავდიივკა

უკრაინელი სამხედრო სანგარში, 2022 წლის 23 იანვარი, ავდიივკა

ჟანა, 42 წლის ლეიტენანტი და სამხედრო ექიმი ავდიივკაში.

უკრაინელი სამხედრო სანგარში, ავდიივკა.

უკრაინელი სამხედრო სანგრებში ძაღლებს ასეირნებს

ჯარისკაცების მოწყობილი სანგარი

უკრაინელი სამხედრო სანგარში ტყვიამფრქვევით

ქალი ყიდის გამომშრალ თევზს კრამატორსკისკენ მიმავალ გზაზე

უკრაინელი სამხედროები მანქანაში, სლოვიანოსერბსკი, 2022 წლის 21 იანვარი

უკრაინელი სამხედროები

უკრაინელი ფერმერები ჭრიან შეშას, რათა ახლოს მყოფ სამხედრო ბაზაზე სამხედროებს მიყიდონ

ქალაქი მარინკა. უკან - შენობა, რომელიც 2015 წელს უკრაინელებისა და რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების შეტაკების დროს დაზიანდა.

ბიჭები თევზაობენ. "სიახლეებს არ კითხულობენ და რუსეთის სამხედროების რიცხვის ზრდაზე წარმოდგენა არ აქვთ. მაგრამ თქვეს, რომ მშობლები ძალიან ნერვიულობენ და მუდამ ტელევიზორს უყურებენ", - ამბობს ფოტოგრაფი

უკრაინელი სამხედრო და ძაღლი

ქალაქი მარინკა, ადგილობრივი ველოსიპედით სეირნობს. ქალაქი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული.

მარინკას დასახლება

მარინკას მცხოვრებლები ბილიარდის შეჯიბრებას ატარებენ

უკრაინელი სამხედრო სანგარში, ფრონტის წინა ხაზზე

ავდიივკაში განადგურებული ინდუსტრიული ზონა

უკრაინელი სამხედრო პერიმეტრს აკონტროლებს, ავდიივკა.

უკრაინელი სამხედრო ავდიივკას განადგურებულ ინდუსტრიულ ზონაში

უკრაინელი სამხედროები სანგარში

ავდიივკას დასახლება

უკრაინელი სამხედრო ავდიივკას განადგურებულ ინდუსტრიულ ზონაში

უკრაინელი სამხედრო ფრონტის ხაზს აკონტროლებს

სამხედროები სანგარში

დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთანუკრაინაCNN

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 24 თებერვალი, 2022 - 06:27სენატორი მარკო რუბიო: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახლა იჭრება
  • ხუთშაბათი, 24 თებერვალი, 2022 - 04:48ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს სანქციები დაუწესა
  • ხუთშაბათი, 24 თებერვალი, 2022 - 04:42უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი დაჰაკეს, საიტი არ მუშაობს
  • ხუთშაბათი, 24 თებერვალი, 2022 - 04:28ბლინკენი: აშშ-მ უტყუარად დაინახა რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე
  • ხუთშაბათი, 24 თებერვალი, 2022 - 04:25მედია: რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:03

მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:00

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

სირიაში აფეთქება მოხდა იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც მაკრონი უნდა მისულიყო
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 13:49

სირიაში აფეთქება მოხდა იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც მაკრონი უნდა მისულიყო

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის (რ)
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 13:45

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის (რ)

ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 13:42

ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი

ყველაზე კითხვადი

მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
1მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
2"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
3ტრამპი ირანის რეჟიმზე: ყველა ხამენეის დაკრძალვაზეა, მათი განადგურება 1 დარტყმით შეგვიძლია
4დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
5პუტინმა ტრამპს ისევ შეახსენა, რომ რუსეთში მიწვეულია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში