კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: გამოვლენილი 15 000 შემთხვევიდან, შესაძლებელია, კიდევ ამდენი უსიმპტომო იყოს

ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი ომიკრონის შემთხვევაში ძალიან დაბალი – 1-2%-ია. ჩვენ დღეს ვართ 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე და ამ პირობებში, დაახლოებით, 45% მობილიზებული საწოლფონდის თავისუფალია.

დღეს გამოვლენილი 15 000 შემთხვევიდან, შესაძლებელია, კიდევ ერთი ამდენი ისედაც იყოს, რომელიც არის უსიმპტომო და მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად, ისე რომ პირი ამას ვერც ამჩნევს. რთული სათმელია, შესაძლებელია იყოს შემთხვევების მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15 000-ზე.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ეტაპზე, არა მხოლოდ ჰოსპიტალიზაციაზე ვისაუბროთ, არამედ ბინაზე პაციენტის მართვის შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას საკმაოდ კარგი აქვს. კიდევ მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ თავად როგორ უნდა მოიქცნენ თუ ბინაზე რჩებიან და მათი მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. გასულ დღე-ღამეში დადასტურდა 15 762 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21.24%.

კომენტარები