დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სანიკიძე: ჩემი სამშობლო დღეს არის უკრაინა

ჩემი სამშობლო დღეს არის უკრაინა და დღეს ჩემი ხალხი არიან უკრაინელები. ვერც კი ვხვდებით ამას, იმიტომ, რომ ვირთხა სახელმწიფოდ ვიქეცით. ქართული სახელმწიფო არის ძებნაში. ჩვენ პირდაპირ ვართ მიბმული უკრაინულ სახელმწიფოზე, გაიმარჯვებენ უკრაინელები, გავიმარჯვებთ ჩვენ. დამარცხდება უკრაინა და საქართველო გაქრება, როგორც პოლიტიკური ერთეული და შეიძლება, როგორც კულტურული ერთეული. გადავიქცევით დუქნად და მიიღეთ მერე რუსი ტურისტები და მერე დაეჯღანეთ კიდე იმათ და გაუცინეთ. ასეა, უკრაინაში წყდება ჩვენი ბედი. 

თქვა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში. უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

კომენტარები