კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია 5-12 წლის ბავშვების ვაქცინაციაზე: უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები

მთელი მსოფლიო უკვე საუბრობს მცირე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე, 5-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულატიცები, ამას სჭირდება განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა, ფაიზერი მაქვს მხედველობაში, ამ მიმართულებით ბუნებრივია დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ იქნას.

ასევე, რეკომენდაციები, რომლებიც გაიცემა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან, ბუნებრივია, ჩვენთვის გახდება სახელმძღვანელო. საბოლოო ჯამში, პანდემიის დამარცხება ბავშვების ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება და ომიკრონი კიდევ ერთხელ უჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამა, რადგან ვაქცინირებულებში დაავადება მსუბუქად მიდის, პრაქტიკულად, სიმპტომების გარეშე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედზე.

კომენტარები