კორონავირუსი საქართველოში

ოქროს ბირჟა ერთი კვირით დაიკეტა – 40 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოქროს ბირჟა
Paraleli

თბილისი ცენტრალში მდებარე ოქროს ბირჟა კორონავირუსის გავრცელების გამო დაიხურა. 

როგორც დირექტორი, ეთერ ყიფიანი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, თანამშრომლებს 2 კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტს უკეთებენ და გუშინდელი მონაცემებით, ვირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. 

"გუშინ რაც გავაკეთეთ 40 კაცზე ამოაგდო, ამიტომ ერთი კვირით დავკეტეთ, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს, შემცირდეს დაავადება და მორჩნენ, გამოვიდნენ. თუ ვინმეს დაუდასტურდება, ეს ერთი კვირა საკმარისი იქნება. ძალიან ბევრი გაციებული იყო, ზოგს დაუდასტურდა, ზოგი სამსახურში არ მოდის და მირჩევნია დავკეტო".- ამბობს ყიფიანი. 

23 იანვრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 803 ტესტი და დადასტურდა 9 696 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20.28%-ია. 

კომენტარები