NATO

NATO მარტში ჩრდილოეთის ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს

ნორვეგიის შეიარაღებული ძალები - Emil Wenaas Larsen

NATO-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის ცოდნით, ალიანსი მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას ძირითადად ჩრდილოეთ ნორვეგიის ტერიტორიაზე მარტის დასაწყისში გეგმავს

მანევრებში Cold Response 2022 -ში მონაწილეობას მიიღებს 35 000 ჯარისკაცი 26 ქვეყნიდან. წვრთნებში ჩართვა დაადასტურა NATO-ს 30 წევრი ქვეყნიდან 23-მა, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ალიანსის პარტნიორი ქვეყნები - ფინეთი და შვედეთი. გარდა ამისა,  წვრთნებში ჩაერთვება ნორვეგიის თავდაცვის დიდი ნაწილი. 

"ეს იქნება ნორვეგიის ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველაზე დიდი წვრთნები 1980 წლის შემდეგ". - ამბობს ნორვეგიის ერთობლივი ოპერატიული შტაბის სპიკერი პრებენ აურსანდი.

მსგავსი წვრთნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოების ჩრდილოეთის კლიმატში ბრძოლისთვის მომზადებას. 

Cold Response 2022 ორჯერ აღემატება 2020 წლის ოპერაციას, რომელშიც 16,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა, ათი ქვეყნიდან. ასევე, პანდემიის გამო 2020 წლის წვრთნები შეწყდა.

კომენტარები