კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 767 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში პედიატრიულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის. 175-ვე საწოლი დაკავებულია, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაშიც.
კლინიკაში სამი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ერთი ახალშობილია, დანარჩენი ორი კი - 5 და 11 წლის.
"საწოლ-ფონდი სრულად შევსებული გვაქვს, რეანიმაციაც, საწოლებიც, " - ამბობს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 030 710 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული, მათგან 951 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 631 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 64 625 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც კლინიკებში 4 342 ადამიანი მკურნალობს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



