ვაქცინაცია

კულუმბეგოვი: ბუსტერიდან სამი თვის განმავლობაში 90%-ია გარანტი, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდებით

ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია, 75% ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის მერე ესაა 30-დან 50%-მდე. სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ. 90 დღის განმავლობაში არის და შემდგომ 5%-ით ქვეითდება. ისრაელი მილიონ მოსახლეზე ყოველდღიური შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ 1 ან 2 ადამიანი ეღუპებათ, ჰოსპიტლები ისევ ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები გაეზარდათ.

ამბობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში.

კომენტარები