ამ პროცესს, ამ დისკუსიას ვუყურებ როგორც კატასტროფას, რომ სერიოზულად ვიხილავთ მას. მარაზმი თუ რამეს შეეფერება - ამას, რომ ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე. იქ ვიღაცები აქებენ. მეუფე ნიკოლოზი შავრაზმული იდეების ცინიკურად გამმართლებელი იყო 5 ივლისის მოვლენებით დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული და ახლა რადგან სააკაშვილზე კარგი რაღაც თქვა, უცებ გმირია. მერე სერიოზულად უნდა განვიხილოთ, კობახიძის კომენტარზეც ვისაუბროთ, რომ მონასტერში გადაიყვანონ თუ არა პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის გაშარჟება იმ სერიოზული პრობლემის, რასაც პოლიტიკური დევნა ჰქვია. ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა ამით არის დაკავებული და სამწუხაროდ, მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის აყოლილი და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი.
tbl.ge/5u0e
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში. კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივით, ის მზადაა ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილისთვის სივრცე გამოყოს, რათა ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს.
გიგა ბოკერიამიხეილ სააკაშვილიმეუფე ნიკოლოზიმეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილისააკაშვილის პატიმრობაირაკლი კობახიძე
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




