კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონი ქვეყანაში უკვე დომინანტი გახდა, თუმცა, ცირკულირებს სხვა შტამებიც

ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების დაახლოებით 70% მოდის ომიკრონზე. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%.

ანუ დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის უკვე დომინანტია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვა შტამებიც

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსთავი ორთან.

კომენტარები