დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დეგნანი: ეს კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ იმის გარკვევას ვცდილობთ, თუ რა დგას ამის უკან

გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა რუსეთის აგრესიული მცდელობები - მოახდინოს ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია ძალის გამოყენების მუქარით. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რეგიონის, საქართველოსა და ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვიცავთ ფუნდამენტურ საერთაშორისო პრინციპებს, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპას მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანეს.

ეს კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში ვართ, თუ რეალურად რა დგას ამ აგრესიული ქმედებების უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. 

ჩვენი მიზანია, რომ ეს კრიზისი და დაძაბულობა დიპლომატიური გზებით გადაიჭრას, სწორედ ამიტომ ჟენევაში სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულობაზე.
 

კომენტარები