ჰოლივუდი

ლუი ანდერსონი კიბოს ებრძვის, მსახიობი საავადმყოფოშია

Befunky

კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი სისხლის კიბოს დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"კომიკოსი ლუი ანდერსონი ლას-ვეგასის საავადმყოფოშია და დიფუზური B მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის წინააღმდეგ მკურნალობს. პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს". – წერია საავადმყოფოს განცხადებაში.

დიფუზური B მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა (DLBCL) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლიმფომაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასაკოვან ადამიანებს (65 წლიდან ზევით) უვითარდებათ. DLBCL კიბოს აგრესიული ფორმაა, მიუხედავად ამისა დაავადება პოტენციურად განკურნებადად ითვლება.

ლუი ანდერსონი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობია. ქართველი მაყურებელი მას ანიმაციური სერიალიდან Life With Louie იცნობს, 1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა. ანდერსონს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Coming To America, Ferris Bueller's Day Off, Nash Bridges. არის სტენდაპ კომიკოსი, ასევე რამდენიმე საოჯახო შოუს წამყვანი.

კომენტარები