მიხეილ სააკაშვილი

მამულაშვილი: სანამ სააკაშვილი ციხეშია, ყველა სხვა საკითხი მეორე პლანზე იქნება გადატანილი

სააკაშვილი არის და რჩება ჩვენი პარტიის უმნიშვნელოვანეს მტკივნეულ საკითხად, რომელიც როგორი სტრატეგიაც არ უნდა დაიდოს, სააკაშვილი ყოველთვის იქნება სიის სათავეში. სანამ ეს ადამიანი არის ციხეში და სანამ მის გასათავისუფლებლად ჩვენ არ გავაკეთებთ მაქსიმალურს, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დანარჩენი, რაზეც არ უნდა ვიმუშაოთ, იქნება მეორეხარისხოვანი. მაშინ, როდესაც პარტიის შემქმნელი და პარტიის ლიდერი ზის ციხეში და არის პუტინის პირადი მტერი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ვიცი ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხია, მაგრამ სანამ არ გადაიჭრება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ყველა დანარჩენი საკითხი იქნება მეორე პლანზე გადატანილი.

არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე პრიორიტეტული თემა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რომ გადაარჩინოს ეს ქვეყანა, გაწირა თავი, გახდა პუტინის პირადი ტყვე და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ამ თემასთან დაკავშირებით - მიშა არის, იყო და დარჩება ჩვენთვის პრიორიტეტად.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნონა მამულაშვილმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები