კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დავაყენეთ საკითხი, რომ ფულადი წახალისება ბუსტერით აცრის შემთხვევაშიც იყოს

დღესაც დავაყენეთ ეს საკითხი. მოგეხსენებათ, 200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რაც ნოემბრის ბოლოს დაწესდა, იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წელს ზემოთ მოქალაქე აიცრა. ასევე, მუშაობს 50 წელს ზემოთ –  დეკემბერთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა, როდესაც 1 იანვარს შევიდა ძალაში 50 წელს ზემოთ ადამიანებისთვის 200-ლარიანი წახალისება. გიდასტურებთ, მე ვემხრობი და დღეს დავაყენე ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ თუ შესაძლებელია, იყოს ბუსტერზეც.

თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს ომიკრონის ტალღის სიმძაფრეს. რა თქმა უნდა, ფულადი წახალისება ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება, მაგრამ მე უკვე გაკეთებული მაქვს ბუსტერი.

ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ფულადი წახალისება მოქალაქეებისთვის ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში.

კომენტარები