ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გაუფასურდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0811 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0775 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.85 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.5183 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5268 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2278 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.2162 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 18 იანვრიდან შევა.

კომენტარები