კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 656 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 12.31%-ია

Covid 19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 711 ტესტი და დადასტურდა 3 656 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 066 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.31%, ბოლო 14 დღის - 9.64%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.69%.

ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 530 გამოვლინდა, აჭარაში - 330, იმერეთში – 213, ქვემო ქართლში – 116, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 67, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 104, კახეთში – 106, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 329, საიდანაც 4 500 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 092 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 46 737 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 001, მათგან 289 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 999 343 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 931 507 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 481.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები