თავდასხმა ტეხასის სინაგოგაზე

ტეხასში სამართალდამცველებმა სინაგოგაზე შტურმის შედეგად მძევლები გაათავისუფლეს

აშშ-ში, ტეხასის ქალაქ დალასში, სინაგოგაში თავდამსხმელმა 4 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლები 10 საათის შემდეგ სინგაგოზე შტურმის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს. ოპერაცია პოლიციამ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ერთობლივად ჩაატარეს. შტურმამდე თავდამსხმელთან მოლაპარაკებები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა სინაგოგაში შტურმით შესვლა მოახერხეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მკვდარია. უცნობია მისი დაღუპვის დეტალები და ვინაობა.

ინციდენტი შაბათს, 15 იანვარს, ადგილობრივი დროით, დახლოებით 11 საათზე დაიწყო. სინაგოგაში დილის წირვა Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თავდამსხმელის სინაგოგაში შესვლის შემდეგ ვიდეოში ისმოდა მისი სიტყვები – "დაურეკეთ ჩემს დას", "მოვკვდები", "ამერიკას რაღაც სჭირს". მალევე ვიდეოგადაცემა შეწყდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ასევე მოითხოვა პაკისტანელი ნეირომეცნიერის ააფია სიდიქუის გათავისუფლება, რომელიც აშშ-ში 86-წლიან პატიმრობას იხდის. სიდიქუის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის მცდელობებისთვისაა გასამართლებული.

კომენტარები