კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სასწავლო პროცესი ძალიან საფრთხილოა ამგვარ სიტუაციაში

სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო პროცესი ამგვარ სიტუაციაში, თუმცა პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი ზოგადი რეკომენდაციაა, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და უნდა იყოს მაქსიმალური ძალისხმევა იმაზე, რომ საკლასო ოთახში ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა.

სასკოლო გარემო და სკოლები ძალიან კარგად არიან ადაპტირებულნი უკვე და აქვთ შექმნილი მექანიზმები, რომ სწრაფად მოახდნონ რეაგირება შემთხვევაზე, გადავიდნენ ჰიბრიდულ რეჟიმზე ანუ დაიცვან თავიანთი თავი ამ რისკებისგან. 

მასწავლებლების ვაქცინაციაც საკმაოდ აქტიური იყო ბოლო პერიოდში. სლპ;ები დღეს კარგად არიან მზად პანდემიის მართვისთვის თავიანთ მიკრო გარემოში, ამდენად მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა გააგრძელონ ამ გარემოში სწავლა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები