კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვი მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას

[ბავშვებში შემთხვევების ზრდის] რისკი, სამწუხაროდ, არსებობს. ბუნებრივია, 12-წლამდე აცრას ვერ ვიყენებთ. აუცრელი პოპულაციის გარკვეული ნაწილი არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი -  სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების პოტენციის მქონე ვირუსისთვის.  

მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა [სკოლაში] ჩვენ ვიცით, ეს პრობლემები არსებობს, როდესაც მშობელს ბავშვის სახლში დატოვების პრობლემა აქვს, ამიტომ, ჩვენ შევეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

ამბობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი. 

კომენტარები