ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.91 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0775 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0866 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.08 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 3.5268 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5376 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2271 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.2260 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 15 იანვრიდან შევა.

კომენტარები