პოლიტიკური კრიზისი

ზარქუა: შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო

შალიკოც [შალვა ნათელაშვილი] კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. ცენტრალური კომისიის თავჯდომარისა და წევრების ასარჩევნად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. თავჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ასევე არის მოქმედი თავჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.

კომენტარები