კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.16%-ია

Covid 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 60 753 ტესტი და დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 661 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.16%, ბოლო 14 დღის - 9.14%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.84%.

ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან თბილისში 3 479 გამოვლინდა, აჭარაში - 587, იმერეთში – 434, ქვემო ქართლში – 159, შიდა ქართლში – 254, გურიაში – 130, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 199, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 84, სამცხე-ჯავახეთში – 85, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 309, საიდანაც 4 379 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 077 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 39 853 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 003, მათგან 289 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 984 802 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 924 072 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 395.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები