The Ronettes

The Ronettes-ის წევრი, რონი სპექტორი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკული არენბი ჯგუფის The Ronettes ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი შემსრულებელი რონი სპექტორი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960-იანი წლების გამორჩეული პოპვარსკვლავი კიბოთი იყო დაავადებული. ინფორმაციას მომღერლის ოჯახი ადასტურებს.

რონი სპექტორმა, უფროს დასთან, ესტელ ბენეტთან და ბიძაშვილთან, ნედრა ტელისთან ერთად ჯგუფი The Ronettes 1957 წელს შექმნა. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Be My Baby, Baby I Love You და Walking in the Rain მოუტანა. 1999 წელს Be My Baby გრემის დიდების დარბაზშიც შეიტანეს.

კომენტარები