ყალბი ახალი ამბები

მაკრონი: ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით, შესაძლოა, ზემოხსენებული ადამიანები მართლმსაჯულების წინაშეც წარდგნენ.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყალბი ახალი ამბები და დეზინფორმაცია დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, ახალმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ონლაინ პლატფორმებმა, ჟურნალისტებმა, ინფლუენსერებმა და გავლენიანმა ადამიანებმა, მსგავსი ამბების გავრცელებისთვის პასუხი უნდა აგონ.

"კანონმდებლობა უნდა გავრცელდეს იმ უცხოური მედიისთვისაც, რომელსაც საფრანგეთის ტერიოტირიაზე ახალი ამბების გავრცელების უფლება აქვთ". - დაამატა მაკრონმა.

ამასთან ერთად, მარკონმა თქვა, რომ დასავლური დემოკრატიები ჯერჯერობით არ არიან მზად, რომ წინ აღუდგნენ "უცხოური ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ აქტორებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ ანგარიშვალდებულების პროცედურებსა და ჟურნალისტურ ეთიკას".


აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტი ინტერნეტში მის ტრანსგენდერობაზე გავრცელებული კონსპირაციული თეორიის გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს. ჭორების მიხედვით, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი ქალია, "კაცად დაიბადა" და წარსულში მას ჟან-მიშელ ტროგნიუ ერქვა. 

ფრანგული მედიის მიხედვით, ცრუ ინფორმაცია ულტრამემარჯვენე ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოჩნდა პირველად. სტატიის ავტორად ნატაშა რეია მითითებული. გაზეთ Liberation-ის თანახმად, კონსპირაციული თეორია YouTube-ზე და და სხვა ონლიან სივრცეებში ანტივაქსერების, კოვიდის მიმართ სქეპტიკურად განწყობილი ადამიანების და ულტრამემარჯვენე აქტივისტების მიერ იყო გავრცელებული.

კომენტარები