ბრიჯიტ მაკრონი

ბრიჯიტ მაკრონი მის ტრანსგენდერობაზე გავრცელებული კონსპირაციისთვის სასამართლოში იჩივლებს

ემანუელ მაკრონი და ბრიჯიტ მაკრონი

საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მარკონი ინტერნეტში მის ტრანსგენდერობაზე გავრცელებული კონსპირაციული თეორიისთვის ჩივილს აპირებს. ჭორების მიხედვით, მიხედვით ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი ქალია, "კაცად დაიბადა" და წარსულში მას ჟან-მიშელ ტროგნიუ ერქვა. 

მაკრონის ადვოკატმა დაადასტურა, რომ პირველი ლედი კონსპირაციულ თეორიის გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ბრიჯიტ მაკრონს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ინტერნეტში ძირითადად ისეთი მომხმარებლები ავრცელებენ, რომლებიც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას იზიარებენ, ანტივაქსერული ჯგუფების წევრები არიან და QAnon-ის კონსპირაციული მოძრაობის იდეებს იზიარებენ. QAnon-ი ამერიკული შეისინი ასევე ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკას.

QAnon-ი შეთქმულების თეორიის მიმდევართა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ჰოლივუდის ელიტა და სხვა ცნობილ ადამიანები სატანისტ პედოფილთა საიდუმლო ჯგუფის წევრები არიან.

ფრანგული მედიის მიხედვით, ცრუ ინფორმაცია ულტრამემარჯვენე ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოჩნდა პირველად. სტატიის ავტორად ნატაშა რეია მითითებული. გაზეთ Liberation-ის თანახმად, კონსპირაციული თეორია YouTube-ზე და და სხვა ონლიან სივრცეებში ანტივაქსერების, კოვიდის მიმართ სქეპტიკურად განწყობილი ადამიანების და ულტრამემარჯვენე აქტივისტების მიერ იყო გავრცელებული.

კომენტარები