კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არ ვიხმაროთ ნაჭრის პირბადე, ვიხმაროთ ე.წ სამშრიანი სამედიცინო პირბადე

როცა ვთქვი, რომ თებერვლის დასაწყისში შეფასებითი მაჩვენებლით ყოველდღიურად 60 000 ინფიცირებული იქნება და 12 000 ლაბორატორიულად გამოვლენილი, თუ ჩვენ ვიქნებით ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და ახლა, თებერვლამდე, თებრვლის შუა რიცხვებამდე, თებერვლის ბოლომდე ყველა ვატარებთ პირბადეს, 80% მაინც, აღარ ვსაუბრობ 95%-ზე, მაშინ ეს რიცხვი განახევრდება. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებლი 35%-ია, პირდაპირ გვეუბნება პროგნოზირების ინსტიტუტი, რომ თუ ამას ავიყვანთ 80%-ზე, კი აღარ გექნებათ 12 000-14 000 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ყოველდღიურად, არამედ გექნებათ ნახევარი.

ერთადერთი, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო – არ ვიხმაროთ ნაჭრის პირბადე. ვიხმაროთ ე.წ სამშრიანი სამედიცინო პირბადე. მაგალითად, მე ვატარებ 2 პირბადეს, ანუ ორმაგს, სამშრიანს.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები