კრიმინალი

ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა / Facebook

ოზურგეთის მერის თანაშემწე, არჩილ ყაზაიშვილი პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ყაზაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის თანამდებობას ერთი თვე იკავებდა, მანამდე იგი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები