კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს

ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე. გვაქვს მილიონ-ნახევრამდე Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომლებსაც ვადა აქვს 2023 წლის ივნის-ივლისამდე. რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება Pfizer-თან ამ წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვაზე. მათ შორის, არის საუბარი ბავშვების დოზებზე. 5-დან 11 წლამდე დოზები განსხვავდება 12 წელს ზემოთ დოზებისგან. ასევე, საუბარია, რომ თუ Pfizer-ს ექნა მარტის ბოლოსთვის ომიკრონის შტამის სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს აქვს ამაზე განაცხადი გაკეთებული. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები