კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ

უკვე შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ. თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც ლაბორატორიულადაა დადასტურებული ქვეყანაში და ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან რამდენი დასტურდება ომიკრონზე და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევებში ომიკრონის არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში. რაც მთავარია, ის არის მზარდი და საკმაოდ სწრაფად მზარდი. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული ომიკრონით ინფიცირების 951 შემთხვევაა.

კომენტარები