თბილისის მერია

კალაძე: დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ – დარჩით ქალაქის მეგობრად

მინდა, მივმართოთ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ვთხოვო მხოლოდ ერთი რამ: დარჩით ამ ქალაქის გულშემატკივრად, მის მეგობრად, ყველა მიმდინარე პროცესის თანამოზიარედ. ის, რაც თბილისში კეთდება, კეთდება თქვენთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რაც მაძლევს ძალას, ჩემს გუნდთან ერთად, შევუდგე უამრავი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ასე იყო 2017 წლიდან მოყოლებული. ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენ თანადგომას, მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევდა მუშაობისთვის. ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები თბილისის საკეთილდღეოდ.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 

კომენტარები