საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 546 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი.
დღიური დადებითობა 9.53%-ია, ბოლო 7 დღის - 9.63%, ბოლო 14 დღის კი 8.1%.
5 486 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 985 დადასტურდა, აჭარაში - 569, იმერეთში - 563, ქვემო ქართლში - 205, შიდა ქართლში - 282, გურიაში - 145, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 290, კახეთში -192, მცხეთა-მთიანეთში -131, სამცხე-ჯავახეთში - 84, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 40
საქართველოში კორონავირუსით ინიფიცირების 968 313 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 916 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 264 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 37 602 აქტიური შემთხვევაა.
1 083 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 519 მკურნალობს, აჭარაში - 130, იმერეთში - 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 281 პაციენტია, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 39, იმერეთში - 25.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



